ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა.
ანტონიო კოშტა ევროპის პოლიტიკის ცენტრში სიტყვით გამოვიდა, სადაც მან ევროკავშირის ისტორიაზე და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
აღნიშნული გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის გაფართოების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ კუთხით დასავლეთ ბალკანელებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მუშაობენ. თუმცა მას არ უხსენებია საქართველო, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეჩერდა.
„მტკიცედ ვმუშაობთ გაფართოებაზე ჩვენს დასავლეთ ბალკანელ მეზობლებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. გაფართოება არის საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიცია, რომლის განხორციელებაც ევროკავშირს შეუძლია. ამიტომ ოთხ თვეში ორჯერ ვიყავი უკრაინაში. მარტის დასაწყისში მოლდოვას ვესტუმრე და წელს ორმხრივ სამიტს გავმართავთ. სწორედ ამიტომ, პირველი სამიტი, რომელსაც მე თავმჯდომარეობდი, იყო დასავლეთ ბალკანეთთან, რეგიონთან, რომელსაც მაისში ვეწვევი“, – განაცხადა ანტონიო კოშტამ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?