ევროპის უნივერსიტეტებში პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრაციები გაიმართა

გერმანიის და ევროპის უნივერსიტეტებში გაიმართა პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრაციები.
ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში პოლიციამ დაშალა პალესტინელთა მხარდამჭერების საპროტესტო ბანაკი. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეიკრიბა 150-მდე პირი. აქციას, რომელიც წინასწარ არ იყო შეთანხმებული ადმინისტრაციასთან, მოჰყვა სასწავლო პროცესის ჩაშლა.
ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში აქცია გამართა 150-მა პირმა, რომლებმაც ადმინისტრაციას აუდიტორია მოსთხოვეს მიტინგის ჩასატარებლად, რაზეც უარი მიიღეს. პოლიციამ 37 საქმე აღძრა შუღლის გაღვივების და სამართალდამცველების წინააღმდეგობის მუხლით.
ლაიფციგის უნივერსიტეტში აქტივისტებმა დაიკავეს დიდი აუდიტორია, საიდანაც სტუდენტები პოლიციის საშუალებით გაიყვანეს.
საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციის ძალებმა ორჯერ მოაწყვეს რეიდი პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში, ცნობილ უნივერსიტეტ Science Po-ში, რათა პროპალესტინური შეკრება დაეშალათ.
საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ასევე ამსტერდამის, ბოლონიის, ციურიხის და ვენის უნივერსიტეტებში.
ღაზის სექტორზე ს იერიშის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ბოლო ორი კვირის განმავალობაში იმართება -შიც, ასევე დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში.

ასევე დაგაინტერესებთ