ანანოვების სასახლის ინვესტორი საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა

2020 წელს შპს “ინვესტ ჯგუფმა” ანანოვების სასახლე და მისი მიმდინარე ტერიტორია 1,375,000 ლარად შეიძინა. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ განახორციელებდა 4 მილიონი ლარის ინვესტიცია და ადგილზე ტურისტული ობიექტს მოაწყობდა.
ადგილზე ობიექტს ფუნქციონირება ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში უნდა დაეწყო. როგორც ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ინვესტორმა საინვესტიციო ვალდებულებები დაარღვია და დაჯარიმდა. სააგენტოს ინფორმაციით, შპს ინვესტ ჯგუფი პროექტის ვადების გახანგრძლივებას 2026 წლამდე ითხოვს.