სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა – “ჩელსის” ნახევარმცველმა მოედნის ცენტრიდან გაიტანა [VIDEO]

პრემიერლიგის ბოლო ტურში “ჩელსიმ” “ბორნმუთი” 2:1 დაამარცხა.
“არისტოკრატების” რიგებში მოიზეს კაისედომ ახალი გუნდის რიგებში პირველი გოლი გაიტანა. “ბრაიტონიდან” “ჩელსიში” 115 მილიონ ევროდ გადაბარგებულმა ჩამშლელმა შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა.
ეკვადორელმა გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა.
48-ე წუთზე სტერლინგმა მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ერთ წუთში კი ბადიაშილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა.
“ჩელსიმ” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 63 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა.