ევროპარლამენტში განსახილველ რეზოლუციის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია

25 აპრილს ევროპარლამენტში რეზოლუციასთან ერთად განიხილავენ დოკუმენტის შესწორებებსაც. ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია შესაბამისი დოკუმენტები, რომლებშიც წერია შესწორებები.
პირველივე შესწორებაში საუბარია ოლიგარქი ს სანქცირების შესაძლებლობაზე.
“[ევროპარლამენტი] გმობს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის, რომელიც აქტიურ პოლიტიკას 2023 წლის 30 დეკემებრეს ქართული ოცნების “საპატიო თავმჯდომარედ” გახდომით დაუბრუნდა, პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და კიდევ ერთ მცდელობას, გამოუთხაროს ძირი ქვეყნის დასავლეთზე ორიენტირებულ კურსს სკენ გადახვევის სასარგებლოდ; იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებისა და საკუტარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობის გამო.” – წერია მე-14 პუნქტის 14a შესწორებაში, რომლის ავტორიცაა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.
ამავე პუნქტის 14b შესწორების ავტორია ასევე ანა ფოტიგა და ეს ნაწილი ექპსრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება. შესწორებაში წერია: “”[ვროპარლამენტი] იმეორებს მოწოდებას საქართელოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი ჰუმანიტარულ ნიადაგზე და მისცენ საზღვარგარეთ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის საშუალება; აღნიშნავს, რომ მისი საქმე კიდევ უფრო უსვამს ხაზს სასამართლო სისტემის რეალური რეფორმების გატარების მნიშვნელობას”.
მესამე შესწორების ავტორია ურმას პაეტი და მისი აზრით, კანონის მიღების შემთხვევაში უნდა გადახედონ საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არსებობას.
12a პუნქტად გათვალისწინებულ შესწორებაში წერია: “[ევროპარლამენტი] მოუწოდებს კომისიას დროულად შეაფასოს დაგეგმილი “უცხოელი აგენტის” კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების განგრძობით შესრულებაზე, კერძოდ ფუნდამენტური უფლებების ნიშნულში, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.”
ამას გარდა, ამავე ევროპარლამენტარის მეოთხე შესწორება ეხება სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებულ კანონპროექტსაც.
“[ევროპარლამენტი] მოუწოდებს ქართული ოცნების უმრავლესობას გაიწვიოს საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც შეზღუდავს LGBTIQ-ს უფლებებს, რაც არის არამხოლოდ თავდასხმა LGBTIQ-ს უფლებებზე, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზეც.” – ნათქვამია შესწორებაში.
ურმას პაეტის მესამე შესწორება ზუსტად იმეორებს ფოტიგას შესწორებას სააკაშვილთან დაკავშირებით.