ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უვიზოს გადახედვას, ივანიშვილის სანქცირებას ეხება

ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს ეხება. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია.
ასევე, რეზოლუციის შესწორებაში ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ს სანქცირებას და მოითხოვენ, შეფასდეს რუსული კანონის გავლენა უვიზო რეჟიმის კრიტერიუმებზე.
გარდა ამისა, მიღებულია რეზოლუციის შესწორება, რომელიც ევროპარლამენტარები ს გათავისუფლებას ითხოვენ.
ერთ-ერთი შესწორების ავტორი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი არის პოლიტიკური ჯგუფი “განაახლე”, მეორესი კი “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები”, რომლის წარმომადგენელიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.