ევროპარლამენტარი დენ ბარნა – მკაცრად ვგმობ გელა ხასაიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას – მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას

მკაცრად ვგმობ „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრი პარტიის, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, პოლიტიკოსის, გელა ხასაიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას საქართველოში, – ამის შესახებ რუმინელი ევროპარლამენტარი, დენ ბარნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ევროპარლამენტარის განცხადებით, გელა ხასაიას დაკავება გაყალბებული ბრალდებებით კიდევ ერთი საგანგაშო თავდასხმაა ოპოზიციაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
„მისი, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილის, ხმა ჩაგვრის წინააღმდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. კრიტიკოსების გაჩუმება ვერ შეაჩერებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“, – წერს ევროპარლამენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ნაცვლიშვილი – 2012 წელს რევოლუციური ცვლილება იყო, მაგრამ სისტემის ცვლილება იმ ფორმით, რა მოლოდინიც არსებობდა, არ მომხდარა – „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ჩამოეყალიბებინა მონოლითური პარტია, სადაც პოლიტიკოსები აღარ არიან

გიორგი ებრალიძე: ბატონო “მავანნო” რა კრიტერიუმების საფუძველზე გათავსუფლდა თანამდებობიდან, ტელე ხელოვნებისა და მასმედიის კოლეჯის დირექტორი ზურაბ ოშხნელი? ეჭვი მაქვს რომ ვერ მიპასუხებთ “მავანნო” ამიტომ ჩემ აზრს მოგახსენებთ