ევროპარლამენტარებმა მზია ამაღლობელის, აქციების დროს დაკავებული პირებისა და ასევე, დაკავებული პოლიტიკოსების მხარდამჭერი პერფორმანსი მოაწყვეს

ევროპარლამენტში, ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულების, ასევე დაკავებული პოლიტიკოსების მხარდასაჭერად პერფორმანსი მოაწყვეს.
საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილ დეპუტატებს ხელში უჭირავთ ბანერები, სადაც პატიმრების ფოტოებია დატანილი. კერძოდ, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს: „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, მათე დევიძეს, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მელიას.
ბანერებით ისინი ასევე ითხოვენ: „შეწყდეს პოლიტიკური დევნა საქართველოში”.
პერფორმანსის ამსახველ ფოტოებს „ევროსკოპი“ ავრცელებს.
ცნობისთვის, დღეს, ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები იმსჯელებენ თემაზე: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“. ამასთან, ხვალ ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან რეზოლუციას: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…