ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს შენობები უკრაინის დროშის ფერებში განათდა

ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს შენობები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის დროშის ფერებში განათდა, – ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
„უკრაინის ლურჯი და ყვითელი ფერები წინააღმდეგობის ფერებია. ამ სამწუხარო წლისთავზე ისინი, როგორც უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის სიმბოლო, ჩვენს შენობას ამშვენებენ. ჩვენი მამაცი მეზობლები, პარტნიორები და ევროკავშირის მომავალი წევრები“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წელი გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!