ევროკომისია და აშშ ბაქოსგან მოითხოვენ, დაიცვას ადამიანის უფლებები

“აზერბაიჯანში ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავებები ევროკავშირსა და -ში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევად ფასდება”,- ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის მდივნის, პიტერ სტანოს 21 დეკემბრის განცხადებაში.
Abzas Media-ს თანამშრომლების გარდა, აზერბაიჯანში დააკავეს ასევე Kanal-11-ის YouTube პროექტის დირექტორი თეიმურ ქერიმოვი, Kanal-13-ის დირექტორი აზიზ ორუჯევი და ტელეკომპანიის თანამშრომელი რუფატ მურადლი. ასევე, დაკავებული არიან აქტივისტები ილჰამიზ გულიევი და მოჰიადინ ორუჯევი და პარტია სახალხო ფრონტის აქტივისტი ელნურ ჰასანოვი.
მან ბაქოს შეახსენა, რომ ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის.
მისი თქმით, უკანასკნელი დაკავებები ევროპაში შეშფოთებას იწვევს.
პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს აზერბაიჯანს გაათავისუფლო ისინი და აღკვეთოს დამოუკიდებელი მედიისთვის დაბრკოლებები.
უკანასკნელ დაკავებებს ეხმაურება აშშ-ს საელჩოც აზერბაიჯანში.
“აშშ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელი დაკავებების გამო და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს”, – ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც