ევროკავშირმა Yandex-ის თანადამფუძნებელს სანქციები მოუხსნა

ევროკავშირმა სანქციების სიიდან რუსული კომპანია Yandex-ის თანადამფუძნებელი არკადი ვოლოჟი ამოიღო. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
2023 წლის აგვისტოში ვოლოჟმა ში ს ომს “ბარბაროსული” უწოდა. თუმცა სრულმასშტაბიანი შემოსევის პირველ დღეებში მან თავისი პოზიცია არ გამოთქვა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Yandex-ის თანადამფუძნებელი გეგმავს კავშირების გაწყვეტას კომპანიის რუსულ ბიზნესთან მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში ინვესტორთა კონსორციუმი დათანხმდა ჰოლანდიური ჰოლდინგური კომპანიის Yandex NV-ის რუსული აქტივების ყიდვას.
ვოლოჟი ფლობს Yandex NV-ის 8,5%-იან წილს ოჯახის ტრასტის მეშვეობით, მაგრამ არ აქვს ხმის უფლება ამ კომპანიაში.
ვოლოჟთან ერთად სანქციების სიიდან ასევე გამოირიცხა:
AFK Sistema-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სერგეი მნდოიანცი,
ს მოქალაქე იოზეფ ჰამბლეკი, რომელიც ხელმძღვანელობს ღამის მგლების მოტოკლუბის ევროპულ ფილიალს;
Wagner PMC-ის მეთაური დიმიტრი უტკინი (გარდაიცვალა 2023 წლის აგვისტოში),
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ნიკოლაი ბორცოვი
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ვიქტორ ზუბარევი;
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენადი ჟიდკო (გარდაიცვალა 2023 წლის აგვისტოში).

ასევე დაგაინტერესებთ