საქართველოში აშშ-ში ორგანული ღვინის იმპორტიორთა ათეულშია – AAWE

2023 წელს, საქართველოში -ში ორგანული ღვინის იმპორტიორთა ათეულშია, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია ავრცელებს. გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში $373 000-ის ორგანული წითელი ღვინო გაიტანა ექსპორტზე.
აშშ-ში ორგანული ღვინის იმპორტის 80% ახალ ზელანდიაზე მოდის ($127 მლნ-ის), მეორე ადგილზეა – იტალია ($12,5 მლნ-ის), მესამეზე – საფრანგეთი ($6.6 მლნ-ის).
ამასთან, ღვინის მთლიანი იმპორტის მხოლოდ 2% არის ორგანული ($159მლნ – $6,690 მლნ-დან). ორგანული ღვინის იმპორტის 87%-ს თეთრი ღვინო შეადგენს.
2023 წელს აშშ-ში ორგანული ღვინის იმპორტიორი ქვეყნების ათეული ასეთია:
ახალ ზელანდიამ – $127 მლნ-ის ორგანული ღვინო შეიტანა აშშ-ში.
იტალიამ – $12,5 მლნ-ის;
საფრანგეთმა – $6.6 მლნ-ის;
არგენტინამ – $4.1 მლნ-ის;
ესპანეთმა – $3 მლნ-მდე;
ჩილემ – $2.8 მლნ-ის;
ავსტრალიამ – $1.1 მლნ-ის;
სამხრეთ აფრიკამ – $617 000-ის;
საბერძნეთმა – $454 300-ის;
საქართველომ – $373 000-ის.
AAWE-ის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ორგანული ღვინის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მე-18-ეა თურქეთი, რომელმაც შტატებში 2023 წელს 18 000-ის ორგანული ღვინო შეიტანა.
AAWE -ისვე მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში საქართველომ აშშ-ში $530 000-ის ღვინო გაყიდა. ამავე თვეში, შტატებში ყველაზე მეტი იტალიური, ფრანგული და ახალზელანდიური ღვინო გაიყიდა. იტალიამ $191,1 მლნ-ის ღვინო გაყიდა, საფრანგეთმა $189 მლნ-ის, ახალმა ზელანდიამ $56 მლნ-მდე.

ასევე დაგაინტერესებთ