ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივდება

ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და სთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა – წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთს კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივონ დაწესებული სანქციების ვადა. გადაწყვეტილება ელჩების დონეზე მიიღეს.
სანქციების ვადა 15 მარტს იწურებოდა.
Reuters-ის თანახმად ელჩები შეთანხმდნენ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციების გახანგრძლივებას და სიიდან ამოიღეს სამი გარდაცვლილი ადამიანი, უნგრეთის ზეწოლის მიუხედავად სიაში დარჩა რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი.
საფინანსო კონცერნ “ალფა-ჯგუფის” თანამფლობელი მიხაილ ფრიდმან ლუქსემბურგის ხელისუფლებას მისთვის თითქმის 16 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას სთხოვს. ფრიდმანს მიაჩნია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლებამ, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, უკანონოდ მოახდინა მისი აქტივების კონფისკაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქალაქის მერის ცოლი ხარ, რამდენი საქველმოქმედო რამის გაკეთება შეგიძლია, რამდენი სიკეთის, რამდენი ღარიბი ხალხის გადარჩენის და შენგან პოზირებისა და მილანებსა და პარიზებში შოპინგების მეტი, არაფერი გვსმენია და ბოლოს ასე უწმაწური სიტყვებით დაგიწყია ლაპარაკი”