ევროკავშირი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველოს გაწევრიანებას არ გამორიცხავს

ევროკავშირმა, შესაძლოა, განიხილოს საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანება ს, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის ტერიტორიების გარეშე. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პეტერ სტანომ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
საუბარია ევროკავშირში საქართველოს და მოლდოვის ეტაპობრივ გაწევრიანებაზე, ანუ თავდაპირველად ორგანიზაციაში საქართველო და მოლდოვა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გაწევრიანდებიან.
„საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი არ შეიძლება კონფლიქტების მძევალი იყოს. ეს ევროკავშირის უმაღლეს დონეზე იყო დადასტურებული, ჩვენ მტკიცედ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა სტანომ.
დაახლოებით ერთი თვის წინ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაუშვა ვარიანტი, რომლის მიხედვით მოლდოვა ევროკავშირის წევრი დნესტრისპირეთის გარეშე გახდება. „იდეალური ვარიანტი იქნებოდა ევროკავშირში დნესტრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირების ერთად გაწევრიანება. მაგრამ თუ ეს ვერ მოხდება, მაშინ არის კიდევ მეორე ვარიანტიც – ანუ თავდაპირველად ევროკავშირში დნესტრის მარჯვენა ნაპირი გაწევრიანდება, ხოლო მეორე ეტაპზე – მარცხენა ნაპირი“, – განაცხადა სანდუმ.
ცნობისთვის, ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით გამოვიდა, ხოლო სთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკება უნდა დაიწყოს.

ასევე დაგაინტერესებთ