ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც აქვთ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები ჩინეთთან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ვერ იქნება წინააღმდეგობა ევროკავშირში ინტეგრაციასა და ჩინეთთან პარტნიორობას შორის – ირაკლი

ოპოზიციას აღიზიანებს ყველაფერი, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უკავშირდება. ჩინეთთან ურთიერთობა ჩვენთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას შორის.
“როგორც მოგეხსენებათ, შარშან პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რასაც ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვა აქვს. შესაბამისად, ამ შეთანხმების საფუძველზე ამ თანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ამის ფონზე ოპოზიციის კრიტიკას ვერ ექნება მყარი დასაბუთება, ერთადერთი, ეს არის პოლიტიკურ სპეკულაციები. ევროკავშირის წევრი ქვეყნებია, რომელთაც თავადაც გაფორმებული აქვთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები ჩინეთთან, ეს ხომ თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ვერ იქნება წინააღმდეგობა ევროკავშირში ინტეგრაციასა და ჩინეთთან პარტნიორობას შორის. დანარჩენი ყველაფერი აბსურდი და სპეკულაციებია. ჩვენ მკაფიოდ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური ამოცანა გვაქვს, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამასთან ერთად, ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა”, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას