“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, საქართველოში არ შემოუშვეს ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი, დიპლომატი საიმონ ვანდერბრუკი.
ამის შესახებ წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე და ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე. ამ უკანასკნელის შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” წითელი ხაზები დიდი ხანია გადაკვეთა, თუმცა ევროპელი დიპლომატის ქვეყანაში არ შეშვებითა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით “ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ”
“ქართული ოცნების” რეჟიმი, რომელსაც “რუსულ ოცნებას” უწოდებენ, უახლოვდება ლუკაშენკოს დონეს. წითელი ხაზები დიდი ხანია გადაიკვეთა, მაგრამ დღეს ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ჩანს, რომ ისინი დააკავებენ სხვა პოლიტიკოსებსაც და სხვებსაც, რადგან ისინი ყველა უნდათ რომ წარსდგენენ სოციალურ კომიტეტში. ამ კვირაში, ქვეყანაში არ შეუშვეს ევროკავშირის მისიის დიპლომატი. ევროპის ქვეყნები, რამდენიმეს გარდა, მოუთმენლად ელის ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების სანქცირებას. ისინი დაუყოვნებლივ უნდა შეუერთდნენ სანქცირებულთა რიგებს”, – წერს ევროპარლამენტარი.
დღეს, 22 მაისს, ზურაბ ჯაფარიძე ასამართლო სხდომის დარბაზშივე დააპატიმრეს. ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით რაც პარლამენტის დორებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
