ევროკავშირის რკინიგზაზე რუსი ჰაკერების თავდასხმების რიცხვი იზრდება-ჩეხეთი

ევროპის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზნით რუსეთმა ში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში „ათასობით მცდელობა“ განახორციელა. ამის შესახებ ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარტინ კუპკამ ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ს განუცხადა.
ჩეხი მინისტრის თქმით, ეს, პირველ რიგში, ჰაკერულ თავდასხმებს ეხება. მათ სამიზნეს კი რკინიგზის ოპერატორები, კერძოდ, ჩეხეთის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიის განგაშის სისტემები და კომპიუტერულ სისტემები წარმოადგენენ.
წარსულში ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის შედეგად, ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემა გაითიშა. კუპკამ გამოთქვა შიში, რომ ასეთმა თავდასხმებმა შეიძლება გამოიწვიოს განგაშის სისტემების მუშაობის მწყობრიდან გამოყვანა, რასაც, თავის მხრივ, შეიძლება სერიოზული სარკინიგზო ავარია მოჰყვეს. ჩეხმა მინისტრმა სიტუაციას უწოდა “საკმაოდ რთულად”, თუმცა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ჰაკერული თავდასხმებისგან დაცვა კარგად მუშაობს.
ჩეხეთის მინისტრის სიტყვებიდან არ არის ნათელი, ბილეთების გაყიდვის სისტემის მწყობრიდან გამოყვანის გარდა, მიაღწია თუ არა სავარაუდო რუსულმა ჰაკერულმა თავდასხმამ სხვა რაიმე მიზანს.
ბოლო დროს ჩეხეთში გაიზარდა სიგნალიზაციის სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებული სარკინიგზო ინციდენტების რაოდენობა, მაგრამ არცერთი მათგანი, ოფიციალური მონაცემებით, არ ყოფილა სისტემაში გარე ჩარევასთან დაკავშირებული.
როგორც გამოცემა „ფაინენშელ ტაიმსი“ აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჰაკერული თავდასხმები კარგად არის დოკუმენტირებული, ნაკლებად ცნობილია სატრანსპორტო სისტემებზე ასეთი თავდასხმების შესახებ. პირველად, ასეთი მცდელობები გასულ წელს დაფიქსირდა, ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს შეტყობინებაში ნახსენები იყო რუსულენოვანი ჰაკერული ჯგუფების შესახებ, რომლის სამიზნეს ლატვიის, ლიეტუვის, სა და რუმინეთის რკინიგზები წარმოადგენდა.