ევროკავშირის ლიდერები ბლოკის უმაღლესი თანამდებობების კანდიდატებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ბლოკის ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის ლიდერებმა, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, აღნიშნულ თანამდებობაზე მეორე, ხუთწლიანი ვადით წარადგინეს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კანდიდატად დაასახელეს, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოსტა კი ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს. ანტონიო კოსტა ბელგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შარლ მიშელს ჩაანაცვლებს. კაია კალასი კი – ჯოზეფ ბორელის თანამდებობას დაიკავებს.
სამივე კანდიდატი ცენტრისტული, ევროკავშირის მომხრე ფრაქციებიდანაა, კერძოდ, ურსულა ფონ დერ ლეიენი მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), ანტონიო კოსტა „სოციალისტია“, კაია კალასი კი – ლიბერალი.
ევროპარლამენტმა კანდიდატებს კენჭი მომავალ თვეში უნდა უყაროს.

ასევე დაგაინტერესებთ

“იმედის” განცხადებით, ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარი უთხრა

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ კომისია ფასების შემცირებისთვის არ იყო შექმნილი, აბა, სწავლა-განათლებაზე იყო? – ეს მოქალაქეების დაცინვაა, სიტყვებით ჟონგლიორობაც აღარ გამოსდით