ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაბლოკა.
მისი თქმით, ამ საკითხს მომავალ წელს, ევროსაბჭოზე შესაბამისი მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან.
“ღამის შეჯამება: ვეტო უკრაინას დამატებით ფულზე, ვეტო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს მიმოხილვაზე. საკითხს მომავალ წელს ევროპის საბჭოში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით”, – წერს სოციალურ ქსელში.
უნგრეთის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის დაბლოკვას ადასტურებს შარლ მიშელი. მისი თქმით, ევროკავშირი საკითხს მომავალი წლის დასაწყისში, სპეციალურ სამიტზე განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება