“ეგ არის მარტივი ეშმაკობა” – კობახიძის რა “ეშმაკობა” გაამხილა კობახიძემ?

გულისხმობდა თუ არა “ოცნების” პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს ან გრიგოლ ლილუაშვილს, როდესაც ორი დღის წინ თქვა, რომ კორუფციაში ჩართული ყოფილი ჩინოვნიკები მათი გუნდის წინააღმდეგ ოპოზიციას და მედიას ინფორმაციას აწვდიდნენ? – ტვ პირველმა ეს კითხვა დღეს ს დაუსვა. ს დღეს არცერთი გვარი არ უარყვია და არც დაუდასტურებია.
“მე იმიტომ არ ვსაუბობს სახელებით და გვარებით, რომ ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმციას. როდესაც საუბარია კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვებზე, გამოძიება უნდა დაიწყოს შესაბამისმა უწყებამ. სადაც იქნება საფუძვლიანი ეჭვი, მე იმედი მაქვს, რომ დაიწყება გამოძიება. არცერთი სახელი და გვარი არ იქნება ნათქვამი. ეს არის გამოძიების საგანი. რომ დაიწყება ვიღაცეების უარყოფა, მერე მიმიყვანთ დადასტურებამდე. ეგ არის მარტივი ეშმაკობა, – ამბობს ირაკლი კობახიძე.