ეგზიტ პოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ ხორვატიის არჩევნებში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა, მაგრამ არა – უმრავლესობა

ხორვატიის მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ 17 აპრილს საპარლამენტო არჩევნებში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა მაგრამ, როგორც ეგზიტ პოლმა აჩვენა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მხოლოდ მათ მართონ ქვეყანა.
Ipsos-ის ეგზიტ პოლების მონაცემებით, ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა (HDZ) 151 წევრიან ასამბლეაში 58 ადგილი მოიპოვა. ამავე ანგარიშით, მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ, სოციალ-დემოკრატების (SDP) ხელმძღვანელობით 44 ადგილი მოიპოვა.
მათ მოჰყვება მემარჯვენე პარტია “მოძრაობა სამშობლოსთვის” და მემარცხენე მწვანე პარტია “მოზემო” (ჩვენ შეგვიძლია), 13 და 11 ადგილით – შესაბამისად. აქტივობა მაღალი იყო მოქმედ პრემიერ-მინისტრ ანდრე პლენკოვიჩსა და მემარცხენე პოპულისტ პრეზიდენტ, ზორან მილანოვიჩს შორის გამართული მწვავე წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო – „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთაც სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან – აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ

სალომე სამადაშვილი – პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი იმიტომ, რომ დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში მოსვლა ვერ გაბედეს, სხდომა ვერ ჩატარდა – მტკიცე წინააღმდეგობა რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს