ეგვიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერები ღაზაში ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტას ითხოვენ

ეგვიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერები, აბდელ ფატაჰ ელ-სისი, და მეფე აბდულა მეორე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან.
სამი ქვეყნის ლიდერები ხას უსვამენ ღაზაში კონფლიქტის მშვიდობიან, ორი სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტის აუცილებლობას და აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევაში ძალადობისა და ომის ადგილი არ არის.
„ადამიანთა აუტანელი მსხვერპლის გათვალისწინებით, ჩვენ, ეგვიპტის, საფრანგეთის და იორდანიის ლიდერები მოვუწოდებთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დაუყოვნებლივ და უპირობო განხორციელებისკენ. ხაზს ვუსვამთ ღაზაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის გადაუდებელ აუცილებლობას“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
ეგვიპტის, საფრანგეთისა და იორდანიის ლიდერები ღაზას სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰში არსებულ კრიტიკულ ვითარებაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ შემდგომ სამხედრო ქმედებებს საშინელი შედეგები ექნება. სამი ქვეყნის ლიდერები გმობენ ძალადობას, ტერორიზმსა და მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმას და აცხადებენ, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს პატივი ყველა მხარემ უნდა სცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელო“ – პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს