ებრაჰიმ რაისი – ისრაელის რეჟიმმა, უზურპაციისა და ჩაგვრის განხორციელების გამო, პასუხი უნდა აგოს

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ისრაელმა უზურპაციისა და ჩაგვრის გამო პასუხი უნდა აგოს.
„როცა საქმე მჩაგვრელს ეხება, როცა საქმე უზურპატორს ეხება, სიონისტური ს რეჟიმი 75 წელია ახორციელებს პალესტინელი ხალხის ჩაგვრას, მათი ტერიტორიის უზურპაციას. უპირველეს ყოვლისა, უნდა განვდევნოთ უზურპატორები, მეორე, მათ უნდა გადაიხადონ ყველა იმ ზიანის საფასური, რომელიც გამოიწვიეს და მესამე, მჩაგვრელმა და უზურპატორმა პასუხი უნდა აგოს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა შრი-ლანკაში ვიზიტის დროს.
რაისი პირველი ირანელი ლიდერია, რომელიც შრი-ლანკას ირანის ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმედინეჟადის 2008 წლის ვიზიტის შემდეგ ეწვია. რაისიმ შრი-ლანკაში ჰიდროენერგეტიკისა და ირიგაციის პროექტი გახსნა. ირანის პრეზიდენტის მტკიცებით, მისმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ დასავლეთს ტექნოლოგიაზე მონოპოლია არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ