დღეს დღესასწაულია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა ივერიისად წოდებულისა (ქართული)

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული). 1622 წელს შაჰ-აბასმა დაიპყრო და დაარბია საქართველო და მრავალი სიწმიდე გაიტანა სპარსეთში. მათ შორის იყო საქართველოში შესრულებული ღმრთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული), რომელიც იაროსლაველი ვაჭრის, გიორგი ლიტკინის ერთ-ერთმა მსახურმა სტეფანემ შეისყიდა და თავის ბატონს მიართვა. გიორგი ლიტკინმა, ღვთის ჩაგონებით, სიწმინდე არხანგელსკის ეპარქიაში, დვინის სანახებში მდებარე ჩერნოგორის (შემდგომ _ კრასნოგორის) მამათა მონასტერს შესწირა. ამ წმიდა ხატისგან უამრავი სასწაული აღესრულა და 1650 წელს დაწესდა მისი დღესასწაული.
1654 წელს ღმრთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული), განსაახლებლად და პერანგის შესამკობად მოსკოვში ჩააბრძანეს და კიტაი-გოროდის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში დაასვენეს. ამ დროს ხატიდან გადაწერეს ზუსტი ასლი და იმავე ტაძარში დააბრძანეს. მოსკოვში მაშინ შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. უამრავი შეჭირვებული მოაწყდა ტაძარს და ახალშექმნილი ხატიც სასწაულებით გაბრწყინდა. 1658 წელს მეფის ბრძანებითა და პატრიარქ ნიკონის კურთხევით გადაწყდა, ამ ხატის დღესასწაული 22 აგვისტოს დაეწესებინათ. 1904 წელს ღვთისმშობლის ქართული ხატის გაბრწყინების 250 წლისთავთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამების ტაძრის ქვედა ნაწილში მოეწყო ეკლესია ამ ხატის პატივად და სიწმინდე მის კანკელში დააბრძანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად