2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის.
დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტების ავტორები “ქართული ოცნების” დეპუტატები (შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, თორნიკე ბერეკაშვილი) იყვნენ. მათი განმარტებით კანონპროექტის მიზანი “ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდაა.
· ახალი წლიდან თამბაქოს შემცველობით იმპორტირებული 20-ღერიანი სიგარეტის აქციზის ფასი 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე (85 თეთრით) იზრდება;
· იმპორტირებული ნაწარმის (რომელიც შეიცავს თამბაქოს ან აღდგენილ თამბაქოს) აქციზი 1.85 ლარიდან 2.7 ლარამდე (85 თეთრით) იზრდება.
ამავე კანონით, ცალკე გამოიყოფა ქართული ნედლეულით (35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე) დამზადებული სიგარეტისთვის განკუთვნილი აქციზი. თუკი აქამდე აქციზის ფასი 1.9 ლარი იყო, ახლა 1.3 ლარამდე შემცირდა. გააიაფებს თუ არა ეს სიგარეტის ფასს, უცნობია.
სიგარეტზე აქციზის ფასი გასულ წელსაც გაიზარდა.




