დღეიდან ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან

დღეიდან ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან.
აღნიშნული ქვეყნები ევროკავშირის წევრები 2007 წელს გახდნენ, თუმცა მიგრაციის საფრთხის გამო ამ დრომდე შენგენის ზონას არ ეკუთვნოდნენ.
ევროკომისიის პრეზიდენტი შენგენის ზონის გაფართოებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატება და ისტორიული მომენტია.