დუშეთში ორ ადამიანზე ფიზიკურად იძალადა, ერთი საავადმყოფოში დაიღუპა – შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, მათგან ერთი მძიმე დაზიანებების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში დაიღუპა. უწყების ცნობით, 2000 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მინიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ა.უ.-მ ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღის გამოყენებით მათ დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმე დაზიანებების შედეგად ბ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო” – წერია -ს გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.