დუგინი მომიტინგეებზე: ვინც დღეს ცოფებს ყრიან თბილისში, არა ქართველები, არამედ გლობალისტი ნაძირალები, გარყვნილები და ნარკომანები არიან. ისინი განასახიერებენ საქართველოს აღსასრულს

გლობალისტი ნაძირალები, გარყვნილები და ნარკომანები არიან, – წერს რუსი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი, რომელიც 2008 წელს თბილისში რუსული ტანკებით შესვლას ითხოვდა.
„ქართველებმა უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე და მამაცობა. სამყაროში გლობალისტების აგონია მიმდინარეობს. საქართველომდე უკანასკნელმა ტალღებმა მიაღწია. ვაშინგტონში ბაიდენმა საკუთარი შვილი შეიწყალა, მიხვდა, რომ ყველაფერი დასრულებულია. ეს ფინალია. მაგრამ ამერიკის გარეთ, თავში სასიკვდილოდ დაჭრილი გლობალური სიბილწე ჯერ კიდევ მძვინვარებს.
თუ ქართული ოცნება გაძლებს, საქართველო შეინარჩუნებს სუვერენიტეტსა და საკუთარ ტრადიციულ ღირებულებებს. ისინი, ვინც დღეს ცოფებს ყრიან თბილისში, არა ქართველები, არამედ გლობალისტი ნაძირალები, გარყვნილები და ნარკომანები არიან. ისინი განასახიერებენ საქართველოს აღსასრულს “, – ამბობს დუგინი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კობახიძე რატომ არ ყიდულობს ამ დაბალფასიანს? რატომ არ ჭამს ამ ფასიანს, ხომ ვარგა? ჩემი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი რასაც ჭამს, იმას რატომ არ ჭამს, თუ კაია? მილიონიანი მანქანა რომ ჰყავს, წამოვიდეს, ვაყიდინებ პრიუსს…