დროებითი ზავი უკრაინისთვის სულის მოთქმის საშუალებაა – პუტინის მრჩეველი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, რომელიც ერთ-ერთი მომლაპარაკებელი იყო საუდის არაბეთში -თან გამართულ შეხვედრაზე, ამბობს, რომ ში დროებითი ზავის შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა დროებითი ამოსუნთქვა უკრაინელი სამხედროებისთვის.
უშაკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ესწრაფვის უკრაინის საკითხის გრძელვადიან დარეგულირებას, მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით.
მისივე ცნობით, პრეზიდენტმა პუტინმა შესაძლოა დღეს უფრო კონკრეტულად შეაფასოს ეს ინიციატივა.
„მე მგონია, ამ სიტუაციაში მშვიდობიანი ნაბიჯების იმიტაცია არავის სჭირდება“, — განაცხადა უშაკოვმა.
ს პრეზიდენტის მრჩეველმა თქვა, რომ რეგულარულ სატელეფონო კონტაქტებს ინარჩუნებს ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, მაიკ უოლცთან და მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის აზრთა ნორმალური გაცვლა მიმდინარეობს.
უშაკოვის თქმით, შეერთებულ შტატებს ესმის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა.
11 მარტს საუდის არაბეთში, ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, იმ პირობით, რომ რუსეთიც დაიცავს მას.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს