“დროა, წევრმა სახელმწიფოებმა საბოლოოდ იმოქმედონ!” – იუკნევიჩიენე საქართველოზე

“დროა, წევრმა სახელმწიფოებმა საბოლოოდ იმოქმედონ!” – იუკნევიჩიენე საქართველოზე
ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე “ოცნების” მიერ “გრანტების შესახებ” კანონის გამკაცრებას X-ზე ეხმაურება და რეპრესიების გაძლიერებას უწოდებს.
იუკნევიჩიენე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ ქმედითი, საბოლოო ნაბიჯები გადადგნა.
„ეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა! დროა, წევრმა სახელმწიფოებმა საბოლოოდ იმოქმედონ და ევროპარლამენტის რეკომენდაციები გაითვალისწინონ იმის შესახებ, თუ რა ზომები მიიღონ“, – წერს რასა იუკნევიჩიენე X-ზე.
“ქართული ოცნება “გრანტების შესახებ” კანონს ამკაცრებს – შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გუშინ გაკეთდა.
ადამიანები, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში არიან ჩართულები და საჯაროობაზე გავლენის მოხდენას მოინდომებენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ან მთავრობის კონტროლის ქვეშ მუშაობას უნდა დათანხმდნენ, ან ციხეში წავიდნენ 6 და ზოგჯერ 9-12 წლით.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 1,2 მლნ. ლარის უძრავი ქონება; 4 მილიონზე მეტი გასესხებული… – მილიონერმა დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გუშინ, ჯერ დამღუპველი კანონი დააინიცირა და მერე თქვა: პირველ რიგში, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარებაო