დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე: კიდევ და კიდევ გავიმეორებ: არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს!

დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე ორი პრიზით დაჯილდოვდა – საერთაშორისო ავტორისა და აუდიტორიის რჩეულის კატეგორიებში. ფესტივალზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იმყოფებოდა.
 „გავაგრძელებ ბავშვებისთვის წერას და მათი უფლებებისთვის ბრძოლას. ხვალ თბილისში ვბრუნდებით, ცრემლსადენი გაზის, დემონსტრაციებისა და რეზინის ტყვიების რეალობაში. ეს ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის არის. კიდევ და კიდევ გავიმეორებ: არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს!“, – თქვა ავტორმა სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას.