დონ ბეიკონი: პუტინმა ქარი დათესა და ახლა ქარიშხალს იმკის

1-ელ ივნისს უკრაინის მიერ ს ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილ იერიშს -ს რესპუბლიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ “პუტინმა ქარი დათესა და ახლა ქარიშხალს იმკის”.

ბეიკონამდე ბიბლიის ოსიას წინასწარმეტყველებიდან აღნიშნული ციტატა ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების მარშალმა ართურ ჰარისმა გამოიყენა მეორე მსოფლიო ომის დროს. გერმანიის ქალაქების სტრატეგიული დაბომბვის კამპანიის დაწყებისას ჰარისმა თქვა, რომ “ნაცისტებმა ეს ომი საკმაოდ ბავშვური დელუზიით დაიწყეს, თითქოს ისინი ყველას დაბომბავდნენ და მათ არავინ დაბომბავდა. როტერდამში, ლონდონში, ვარშავასა და ორმოცდაათამდე სხვა ადგილზე მათ ეს მიამიტი თეორია გამოცადეს. მათ ქარი დათესეს და ახლა ქარიშხალს მოიმკიან”.

“რუსები თავიანთ სტრატეგიულ ბომბდამშენებს იყენებდნენ უკრაინული ქალაქებისკენ ფრთოსანი რაკეტებისა და სხვა ტიპის შეიარაღების გასაშვებად. ბომბდამშენები ლეგიტიმური სამიზნეები იყო. რუსეთი ქალაქებს ბომბავს. კი – სამხედრო ობიექტებს,” დაამატა მან ცალკე პოსტში მოგვიანებით.

ცნობისთვის, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ იერიშის ფარგლებში რუსეთმა $7 მილიარდის ზარალი მიიღო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “აბლაბუდას” ოპერაციის შედეგად რუსეთის სტრატეგიული თვითმფრინავების 34% დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – დიქტატურის სრულად გასაფორმებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს, კერძოდ, რამდენიმე მიკროფონის გაქრობა – ახლა გადამწყვეტი ეტაპია თავისუფლებისთვის ბრძოლაში: გარედან სანქციები და შიგნიდან მაქსიმალური „პრესინგი“

მარტა კოსი – იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც დემოკრატიული უკუსვლაა, განსხვავებული მიდგომა უნდა გვქონდეს – პირველად ისტორიაში, ჩვენს გაფართოების პროცესს გარე დესტრუქციული ძალები უპირისპირდებიან