დონალდ ტუსკი – 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შესახებ რუსეთიდან სიგნალები არადამაკმაყოფილებელია

30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შესახებ რუსეთიდან სიგნალები არადამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, საიდუმლოებით მოცულია. სიმართლე რომ ვთქვათ, არავინ იცის, მიიღებს თუ არა წინადადებას, თუ ისეთი პირობების წამოყენებას გააგრძელებს, რომლებიც სხვა პარტნიორებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ -ის, უკრაინისა და ევროპის დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასრულებას შესაძლებელს გახდის.
„კარგია, რომ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ეჭვგარეშეა არა მხოლოდ ის, თუ ვინ არის აგრესორი, არამედ ის, თუ ვის სურს ნამდვილად ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა და ვის სურს ომის გაგრძელება“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ