დონალდ ტუსკი – ანტიუკრაინულ გრძნობებზე პოზიციის ჩამოყალიბების უფლებას მთავრობაში არავის არ მივცემ!

ანტიუკრაინულ გრძნობებზე პოზიციის ჩამოყალიბების უფლებას მთავრობაში არავის არ მივცემ! – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ტელეარხ TVN24-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არასდროს დავუშვებ, რომ ჩემს მთავრობაში ვინმეს რაღაც ანტიუკრაინულ პოზიციებზე სურდეს თავისი პოზიციის ჩამოყალიბება. ვინაიდან, როდესაც საუბარია ომსა და ჩვენს, ისევე როგორც მთელი დასავლური სამყაროს, ერთგულებაზე უკრაინისადმი რუსეთის ფედერაციასთან მის წინააღმდეგობაში, აქ არანაირი ეჭვები არ შეიძლება არსებობდეს,” – განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოველ პოლონელ პატრიოტს სრულიად უნდა ესმოდეს ეს არგუმენტები, ხოლო რუსეთთან ომში მყოფი საჭიროებს როგორც ვარშავის, ასევე მთელი თავისუფალი სამყაროს დახმარებას.
„და ეს ლოზუნგი არაა. ვინაიდან რეალურად, სანამ რუსეთთან ომობს, ჩვენ შედარებით უსაფრთხოებაში ვართ”, – აღნიშნა ტუსკმა.
მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში პოლონეთის ამოცანა სასოწარკვეთილებასთან ბრძოლა იქნება, როდესაც საუბარი უკრაინის დახმარებას შეეხება.
ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ ის ინტენსიურად მუშაობს ევროპელ კოლეგებთან, რომლებსაც ეს კარგად ესმით.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად