დონალდ ტრამპს და ნიკი ჰეილის კიდევ ერთი კონკურენტი ჩამოშორდათ – ფლორიდის შტატის გუბერნატორმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

აშშ-ის საპრეზიდენტო ნომინაციის გზაზე, დონალდ ტრამპს და ნიკი ჰეილის კიდევ ერთი კონკურენტი ჩამოშორდათ. რონ დესანტისმა საარჩევნო მარათონი, ნიუ-ჰემფშირის პრაიმერის დაწყებამდე 2 დღით ადრე შეწყვიტა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. ფლორიდის გუბერნატორმა ამომრჩევლებს უთხრა, რომ გამარჯვებისკენ გზას ვერ ხედავს.
დესანტისის მხარდაჭერას აღტაცებით შეხვდა , რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ცინიკურად საუბრობდა მასზე და ნიკი ჰეილიზე, აიოვას შიდაპარტიულ კენჭისყრაში წარუმატებლობის გამო. ჯერ კიდევ შარშან, დესანტისს ტრამპმა “დესანქტიმონიუსი” დაარქვა და ამბობდა, რომ მას პიროვნების ტრანსპლანტაცია სჭირდება, რაც ჯერ არ გამოუგონებიათ. კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, ტრამპმა ყოფილი კონკურენტი შეაქო.
ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ, ამჯერადაც მწვავე ფორმებით გაახმოვანა თავისი ანტიიმიგრაციული პოლიტიკა. ისევ უწოდა მიგრანტებს ტერორისტები, ციხეებიდან და ფსიქიატრიული საავადმყოფოებიდან გამოსულები და ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის დაწყებით დაიმუქრა.
საარჩევნო მარათონიდან დესანტისის გასვლის შემდეგ იწყება ორკაციანი საარჩევნო ბრძოლა, როგორც ეს ნიკი ჰეილიმ ივარაუდა. თუმცა, დიდი ალბათობით, დესანტისის გასვლა ნიუ-ჰემფშირში ისევ დონალდ ტრამპს მიეხმარება და მას ხმას დესანტისის მხარდამჭერების ნაწილი მისცემს. ჯერ კიდევ წინა კვირას, ტრამპის შანსები ნიუ-ჰემფშირში სუსტი იყო.
პრაიმერის წინ, ნიუ-ჰემპშირში ჩავიდა ამერიკული ტელევიზიის მეგავარსკვლავი ჯუდი შეინდლინი, რომელიც 25 წლის მანძილზე უძღვებოდა რეალითი შოუ “მოსამართლე ჯუდის”. შტატის მოსახლეობასთან შეხვედრაზე მან ტრამპის არჩევა ხელის უკვე ერთხელ დაწვას შეადარა და ნიკი ჰეილის მხარი საჯაროდ დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიტუაცია დამშვიდებისკენ უნდა წავიყვანოთ. მთავარი პრობლემა არის საგნობრივი დისკუსიის არარსებობა, ახალგაზრდებთან ბევრია სასაუბრო და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ცუდად იქცევით და ასე არ შეიძლება, მე მგონია, რომ არ კმარა

ერთადერთი გზა, რომ საკუთარ ჭკუაზე მომაქციონ, არის ჩემი განადგურება – ამ დღეშია ჩვენი ძალიან ბევრი მომხრე და მათ მინდა მხნეობა ვუსურვო, მათ ჰყავთ ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ინტერესს არასდროს უღალატებს