დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად კონგრესმენი მაიკ უოლცი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად კონგრესმენი მაიკ უოლცი გამოაცხადა. ამის შესახებ -ის პრეზიდენტად არჩეული ს თავის სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი სამომავლო ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი არის “ექსპერტი ჩინეთის, ს, ირანისა და გლობალური ტერორიზმის მხრიდან მომავალი საფრთხეების საკითხში”.
“მაიკი ჩემი, “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” საგარეო პოლიტიკის პროგრამის, მყარი მხარდამჭერი იყო და ძალის მეშვეობით მშვიდობისკენ ჩვენი სწრაფვის დიდი მომხრე იქნება,” – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, მაიკ უოლცი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში – წარმომადგენელთა პალატაში – ფლორიდის შტატს წარმომადგენს და პირველი “მწვანე ბერეტია” (მსახურობდა ამერიკული არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებში), ვინც ამერიკის კონგრესში იქნა არჩეული. წარმომადგენელთა პალატაში უოლცი ჩინეთის წინააღმდეგობისა და ჩინეთის რესურსებზედამოკიდებულების შემცირების თემებით არის დაკავშირებული და რესპუბლიკურ პარტიაში პეკინის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსად ითვლება.