დონალდ ტრამპი X-ზე (ყოფილი Twitter) დაბრუნდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკელების ამჟამინდელი კანდიდატი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელ X-ს (ყოფილი Twitter) დაუბრუნდა.
ტრამპმა დღეს, 12 აგვისტოს, რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა – მისი ინტერვიუს ანონსი, საარჩევნო კამპანიის ორი რეკლამა, და ერთი პოსტი, სადაც ამჟამინდელ ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს და პირობას დებს, რომ მის შეცდომებს გამოასწორებს.
ტრამპი პრეზიდენტობისას და პრეზიდენტობამდეც საკმაოდ აქტიური იყო „ტვიტერში“. ტრამპს ანგარიში 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ დაუბლოკეს.
2022 წელს „ტვიტერის“ შეძენის შემდეგ ილონ მასკმა გამოკითხვა მოაწყო – დაებრუნებინათ თუ არა ანგარიში ტრამპისთვის და იგი განბლოკა, თუმცა ტრამპი იმ მომენტისთვის „ტვიტერის“ მისივე ანალოგის, „TruthSocial“-ის პლატფორმაზე იყო აქტიური.
13 აგვისტოს, დილის 4 საათზე, პლატფორმაზე ტრამპისა და მასკის ინტერვიუ უნდა გამოქვეყნდეს. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება ტრამპის დაბრუნება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!