– ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით, რადგან ყველგან გვამებია – ვაპირებ რუსეთისთვის მეორადი სანქციების დაწესების 50-დღიანი ვადა შევამცირო

-ის პრეზიდენტი გეგმავს, რუსეთისთვის მეორადი სანქციების დაწესების 50-დღიანი ვადა შეამციროს.
შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, ყოველ ჯერზე უკრაინის დედაქალაქისა თუ სხვა ქალაქების მისამართით რაკეტებს უშვებს, რის გამოც ის იმედგაცრუებულია.
პასუხად კი ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს და კრემლისთვის მოსაფიქრებლად მიცემულ ვადას შეამცირებს.
„მე ბევრი ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს, მას ძალიან კარგად ვუგებდი… თუმცა ის იწყებს რაკეტების გაშვებას რომელიმე ქალაქში, მაგალითად კიევში და ბევრ ადამიანს კლავს მოხუცებულთა თავშესაფარში ან სადმე სხვაგან – ყველგან გვამებია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით. მე ვაპირებ 50 დღე შევამცირო, რადგან ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი პასუხი, რა მოხდება“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…