– ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიებასთან საერთო არაფერი მაქვს

ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიებასთან საერთო არაფერი მაქვს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
-ის პრეზიდენტის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„ამის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ, როგორც FED-ის ხელმძღვანელი ის კარგად არ მუშაობს და არც შენობების მშენებლობა გამოსდის“, – განაცხადა ტრამპმა.
ასევე, ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია პაუელზე ზეწოლას არ ახდენს.
„ამას არც კი გავიფიქრებდი. ერთადერთი რაც მასზე ზეწოლას უნდა ახდენდეს არის ის, რომ საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია. ეს არის ერთადერთი ზეწოლა, რომლის ქვეშაც ის არის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა კვირას განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
პაუელის ცნობით, გამოძიება სენატში FED-ის შენობის რეკონსტრუქციის პროექტთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებას ეხება. მისი თქმით, გამოძიება „უპრეცედენტოა“ და იგი საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე უარის თქმას უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს