დონალდ ტრამპი – უკრაინისთვის დახმარებას სესხის სახით ვფიქრობთ და არა საჩუქრის

უკრაინისთვის დახმარების სესხის სახით გადაცემას განვიხილავთ, – ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ჩვენ ახლა ამას განვიხილავთ, ისინი ამის შესახებ საუბრობენ და ჩვენ ამის გაკეთებას სესხის სახით ვფიქრობთ და არა საჩუქრის სახით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდა.
„ჩვენ მილიარდობით დოლარის საჩუქრების გაცემას ვაგრძელებთ და ამას გადავხედავთ, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპა ბევრად აქტიური გახდეს და ფული გასცეს. ისინი უნდა გათანაბრდნენ, თუ ეს არ მოხდება, ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს მათ უფრო მეტად ეხებათ, ვიდრე ჩვენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ