დონალდ ტრამპი „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე მივიდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მიმდინარე „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე შეხვეული ყურით მივიდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ის საჯარო ღონისძიებაზე გამოჩნდა შაბათს, პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შემდეგ, რის შედეგადაც დაშავდა.
ტრამპის გამოჩენას „რესპუბლიკელი“ მხარდამჭერების მხრიდან ოვაციები და შეძახილები მოჰყვა. ისინი მაღლა აწეული შეკრული მუშტებით სკანდირებდნენ : „აშშ“, “ბრძოლა! ბრძოლა! ბრძოლა!”.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება