დონალდ ტრამპი: თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებ

იმ შემთხვევაში თუკი თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი კვლავ გახდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ქვეყანაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„პირველივე დღეს დავიწყებ ბაიდენის ადმინისტრაციის ღია კარის პოლიტიკის სრულად გაუქმებას. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბური ოპერაცია დაიწყება“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთანავე, დონალდ ტრამპმა საკუთარ თავს „ამაყი პოლიტიკური დისიდენტი“ და „თაღლითი რეჟიმის საჯარო მტერი“ უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი