დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა [ვიდეო]

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, ს საინაუგურაციო სიტყვა.

ძირითადი აქცენტები:

  • ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა, დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და კვლავ პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში;
  • ამერიკას დავაყენებ პირველ ადგილზე, ჩვენი სუვერენიტეტი დაბრუნდება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება;
  • -ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – მამრობითი და მდედრობითი;
  • ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია, მართოს მარტივი კრიზისიც კი ქვეყნის შიგნით და, ამავდროულად, ებმება კატასტროფულ მოვლენებში საზღვარგარეთ;
  • მჯერა, რომ ჩემი სიცოცხლე უმიზეზოდ არ გადარჩენილა, მე გადამარჩინა ღმერთმა, რათა ამერიკა კვლავ დიადი გავხადო;
  • ეროვნული ერთიანობა ბრუნდება ამერიკაში, თავდაჯერებულობა და სიამაყე უპრეცედენტოდ მაღალია, ჩვენ არ დავივიწყებთ ჩვენს ქვეყანას, კონსტიტუციას და ღმერთს;
  • პირველ რიგში, გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, ყველა უკანონო შემოსვლა დაუყოვნებლივ შეჩერდება;
  • ამერიკული ოცნება მალე დაბრუნდება, აყვავდება, როგორც არასდროს, რათა აღდგეს ფედერალური მთავრობის კომპეტენტურობა და ეფექტიანობა;
  • ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავამთავრებთ, რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ;
  • მოკლე დროში ჩვენ შევცვლით მექსიკის ყურის სახელს ამერიკის ყურედ, ჩვენ არხი ჩინეთისთვის არ მიგვიცია, პანამას მივეცით და უკან ვიბრუნებთ;
  • დავასრულებთ ქრონიკულ დაავადებათა ეპიდემიას, დავიცავთ ჩვენს შვილებს უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და დაავადებების გარეშე;
  • სამხედრო ძალებში აღვადგენ მოსამსახურეებს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს „კოვიდის“ ვაქცინაზე უარის გამო, ისინი მიიღებენ კომპენსაციას;
  • ჩვენ ვდგავართ ამერიკის ისტორიის ოთხი საუკეთესო წლის მიჯნაზე, ხელახლა ავაშენებთ ერს, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს, ჩვენი ძალა შეაჩერებს ყველა ომს, მოიტანს ერთიანობის ახალ სულს მსოფლიოში.