დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მალე მიიღებს ზომებს ვენესუელელი ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ხმელეთზე

აშშ ძალიან მალე დაიწყებს ზომების მიღებას ხმელეთზე ვენესუელელი ნარკოდილერების შესაჩერებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ალბათ შეამჩნიეთ, რომ ხალხს არ სურს ზღვით ტვირთის მიწოდება და ჩვენ მათი ხმელეთით შეჩერებასაც დავიწყებთ. ხმელეთით უფრო ადვილია, მაგრამ ეს ძალიან მალე დაიწყება“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვენესუელასთან დაკავშირებულ ვარიანტებს განიხილავს რათა აშშ-ში ნარკოტიკების უკანონო შეტანას ებრძოლოს.
აშშ-ის ჯარებმა სექტემბრიდან კარიბის ზღვის აუზსა და წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდავ ნავებზე მინიმუმ 21 თავდასხმა განახორციელეს, რასაც 83 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო