დნეპრისპირეთის შემდეგ, რუსეთს დახმარება გაგაუზიამ სთხოვა

1 მარტს მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის, გაგაუზიის ლიდერები მოსკოვში ს ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ს შეხვდნენ.
შეხვედრას გაგაუზიის მხრიდან რესპუბლიკის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გოცული და სახალხო კრების ხელმძღვანელი დმიტრი კონსტანტინოვი დაესწრნენ.
გუცულმა თქვა, რომ მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ ირღვევა გაგაუზიელების უფლებები, ხოლო ავტონომიას სურს რუსეთთან ურთიერთობის გამყარება, კერძოდ კი რუსეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა, რომელიც ში ომის დაწყების შემდეგ შეწყდა.
ერთი დღით ადრე მოსკოვს ასევე დახმარება სთხოვა დნეპრისპირეთის სეპარატისტულმა რესპუბლიკამ.
გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა 1994 წელს დაარსდა. რეგიონი ეთნიკური უმცირესობით, გაგაუზებით არის დასახლებული. 2023 წლის არჩევნებში პრორუსულმა პარტია შორმა გაიმარჯვა, რომლის წარმომადგენელი ევგენია გოცული რესპუბლიკის ბაშკანი გახდა. გოცულს არა ერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ემხრობა.