დმიტრო კულება ევროკავშირის მინისტრებს – შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი სცენარი, თუ ვიმოქმედებთ ერთად და შიშის გარეშე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს მიმართა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად კონკრეტული და თამამი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი სცენარი, თუ ვიმოქმედებთ ერთად და შიშის გარეშე. საჭიროა კონკრეტული და თამამი გადაწყვეტილებები უკრაინისთვის Patriot-ის და SAMP/T-ის დამატებითი სარაკეტო სისტემების, საარტილერიო და საბრძოლო მასალისა და სხვა იარაღისა და აღჭურვილობის მისაწოდებლად. ახლა, როცა ერთ მაგიდასთან ხართ შეკრებილი, დროა იმოქმედოთ და არა დისკუსია გამართოთ“, – განაცხადა კულებამ.
მან მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინისთვის გაწეული სამხედრო და სხვა მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ევროპა არ უნდა მოდუნდეს, -ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რამდენიმე დღის წინ უკრაინის დახმარების პროექტის დამტკიცების მიუხედავად.
კულებას თქმით, რუსეთის შეჩერება მხოლოდ ძალას შეუძლია და სიფრთხილე მხოლოდ მის პროვოცირებას ახდენს.
„ერთადერთი გზა იმისთვის, რომ პუტინს ევროპაში დიდი ომის გაჩაღების საშუალება არ მიეცეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე მტკივნეული დანაკარგების მიყენებაა. მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე დამარცხებით შეიძლება ვაიძულოთ პუტინი, უარი თქვას მოლდოვას, პოლონეთის, ბალტიის ქვეყნები, ფინეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიულ გეგმებზე“, – აღნიშნა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ