დმიტრო კულება – გერმანია დაუყოვნებლივ დაიწყებს უკრაინისთვის Patriot სისტემების ძიებას

გერმანია დაუყოვნებლივ დაიწყებს უკრაინისთვის Patriot სისტემების ძიებას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ ბრიუსელში -ნატოს საბჭოს შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ გერმანია, როგორც “რამშტაინის” ფორმატში არსებული საჰაერო თავდაცვაზე კოალიციის მეთაური ქვეყანა, “დაუყოვნებლივ დააინიცირებს არა მხოლოდ მოკავშირეებთან, არამედ მთლიანად მსოფლიოში არსებული Patriot და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემების, კომპლექსების ანალიზს.”
“რისი გაკეთება შეიძლება, როგორი კომბინაციების აწყობა იმისთვის, რომ ეს კომპლექსები უკრაინაში ჩავიდეს”, – დასძინა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე ის მხოლოდ ერთ თემაზე კონცენტრირდა – Patriot სისტემების უკრაინისთვის მიწოდებაზე, თუმცა მოკავშირეები გრძელვადიანი ვალდებულებების განხილვას გეგმავდნენ.
“ერთ-ერთმა ძალიან გამოცდილმა მინისტრმა მითხრა, რომ ეს საგარეო საქმეთა მინისტრის ყველაზე მკაცრი გამოსვლა იყო, რომელიც ოდესმე გაუგონია. ბოდიში მოვიხადე იმისთვის, რომ სადღესასწაულო განწყობა გავაფუჭე – ნატოს დაბადების დღე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ კოლეგებისთვის ხარკოვის, ოდესის, ლვოვის მცხოვრებლების სასტიკი რეალობა უნდა ამეხსნა,” – განაცხადა კულებამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის მინისტრები, რომლებიც უკრაინაში ყოფილან და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმა გაუგონიათ, “სხვანაირად რეაგირებენ” ს შესაბამის მოთხოვნებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მე ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები – ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას – ამას პრინციპული ერთობა, სიმშვიდე და გამძლეობა უნდა დავახვედროთ, დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება

მამუკა მამულაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს ჩემი პოლიტიკაში ჩართვის ეშინიათ. გარწმუნებთ, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, ან თუ მივიღებ საერთოდ, აუცილებლად ვიტყვი საჯაროდ