დიმიტრი ცქიტიშვილი: რატომ წამოიწია ასე ნაჩქარევად თვითმკვლელობის ვერსია, თანმდევი პროპაგანდისტული ნარატივებით, და არა სხვა შესაძლო სცენარები?

, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი წერს:
„პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ თორნიკეს.
მთავარი კითხვა გამოძიებასთან : ორი ადამიანი იმყოფებოდა, როგორც ჩანს, ერთ სივრცეში, და ერთის იარაღით მეორე მძიმედ არის დაჭრილი. რატომ წამოიწია ასე ნაჩქარევად თვითმკვლელობის ვერსია, თანმდევი პროპაგანდისტული ნარატივებით, და არა სხვა შესაძლო სცენარები?
დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში?
ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს რეჟიმის ტრანსფორმაციის პროცესი.
ეგრეთ წოდებული, აქამდე მოქმედი ბალანსის სისტემიდან, რეჟიმი გადადის მკაცრად იერარქიულ ვერტიკალზე. სახეზე გვაქვს სხვადასხვა სფეროზე და არალეგალური ფინანსური რესურსების მოძრაობაზე გავლენების გადანაწილების პროცესი ტრადიციულ მაფიოზურ სტილში.
მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული „საერთოს“ (ობშიაკის) კონსოლიდაცია ერთ ხელში, და ეს არანაირ კავშირში არ არის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან.
ყველა, ვინც აქამდე ჩართული იყო კორუფციაში თუ სხვა უკანონო საქმიანობაში, მანამდე დადგენილი უწესო წესების ფარგლებში მოქმედებდა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ისჯებიან.
ასე რომ, რეჟიმის განახლებულ ვერტიკალთან კოლაბორაცია ისევე არ იძლევა არანაირ უსაფრთხოების გარანტიებს, როგორც აქამდე არსებულ სისტემაში ინტეგრაციამ ვერ დაიცვა ვერავინ. ასე რომ კარგად დაფიქრდით, ვინც ამაზე ხელს აწერთ!!!
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი: ასეთი ტრანსფორმაციული პროცესის დროს ნებისმიერი რეჟიმი — მათ შორის „ქართული ოცნების“ რეჟიმიც — განსაკუთრებულად მოწყვლადია.
მაგრამ, მოწყვლადობის მიუხედავად რეჟიმის დამარცხება მხოლოდ კოორდინირებული სტრატეგიით არის შესაძლებელი და არა ფრაგმენტირებული ქმედებებით. თუ რეჟიმმა ეს ეტაპი გადალახა, ის ჩამოყალიბდება გაცილებით უფრო ძლიერ და საშიშ მონსტრად, ვიდრე აქამდე იყო“.