დიმიტრი პესკოვი – უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთის მონაწილეობის გარეშე აბსურდი და უპერსპექტივოა

ნებისმიერი გლობალური სამშვიდობო სამიტი სთან დაკავშირებით, რომელიც გამორიცხავს რუსეთს, აბსურდია და პერსპექტივა არ გააჩნია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი მტკიცებით, აგრძელებს ომს უკრაინასთან, რათა დაიცვას თავი დასავლეთისგან.
„შესაძლებელია თუ არა უკრაინის პრობლემის მოგვარება რუსეთის მონაწილეობის გარეშე? პასუხი ცალსახაა – შეუძლებელია. იმიტომ, რომ უკრაინა გადაიქცა ინსტრუმენტად კოლექტიური დასავლეთის ხელში, რისი დახმარებითაც ისინი აპირებენ, როგორც მათ ჰგონიათ, ზეწოლას მოახდინონ რუსეთზე, შეაკავონ რუსეთი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევაჩეროთ ჩვენი უსაფრთხოების შერყევის პროცესი, გამოვრიცხოთ ჩვენს საზღვრებთან, ჩვენს მიმართ აგრესიული მისწრაფებების, ნაციონალისტური ავსების მქონე სახელმწიფოს არსებობის შესაძლებლობა. როგორ შეგვიძლია დავუშვათ ჩვენს საზღვრებში ისეთი სახელმწიფოს არსებობა, რომელსაც განზრახული აქვს გამოიყენოს ნებისმიერი მეთოდი ჩვენთვის ს წასართმევად? აღარაფერს ვამბობ ახალ რეგიონებზე და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის განხილვა ჩვენი მონაწილეობის გარეშე არის აბსურდი და უპერსპექტივო“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა მ პარტნიორებს სამშვიდობო სამიტის გამართვის თხოვნით მიმართა. შვეიცარიამ განაცხადა, რომ მზადაა, შეხვედრას უმასპინძლოს და რომ მიმდინარეობს თარიღისა და დეტალების განხილვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვენეციის კომისია – ვწუხვართ, რომ კანონი მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა – ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს

ვენეციის კომისია – კანონის მიერ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში