დიმიტრი პესკოვი – რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა

რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა, – ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას იმის შესახებ, რომ „ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება“.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მაია სანდუს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
„რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ასევე, პესკოვმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებში მცხოვრები მოლდოველების საარჩევნო უფლებები დაცული უნდა იყოს.
„ჩვენი თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები მოლდოველების უფლებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს. თუმცა, ამაზე ახლა საუბარს აზრი არ აქვს“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს, ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი

ირაკლი კუპრაძე კითხვაზე, თუ ვერ დადებენ იმ შედეგს, რისი მოლოდინიც აქვთ, მზად არიან თუ არა ბოდიშის მოსახდელად – ბრძოლის გამო უნდა მოვიხადო ბოდიში? ამის გამო არ მოვიხდი, ბოდიში მოიხადონ მათ, ვისაც ფოკუსი აქვს გასასწორებელი